ირანის "ყუდსის ძალების" ახალი მეთაური გენერალი ისმაილ გაანი აცხადებს, რომ ირანის მტრებს მხოლოდ "ძალის ენა" ესმით და ისინი ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის შურს იძიებენ.
"ისინი გენერალ სოლეიმანს ლაჩრულად დაეხსნენ თავს, თუმცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების მაძიებელ ადამიანებს სურთ შური იძიონ და ღმერთის დახმარებით ამას აუცილებლად გავაკეთებთ",- განაცხადა გაანიმ.
შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებით, 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, ირანის "ყუდსის ძალების" მეთაური ყასემ სოლეიმანი დაიღუპა. საპასუხოდ, ირანმა ერაყის ორ სამხედრო ბაზაზე, სადაც აშშ-ის ძალები იყვნენ განთავსებულნი, სარაკეტო თავდასხმები მიიტანა.