ყვარლის მუნიციპალიტეტეში, სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიცის მეორე ვერტმფრენიც ჩაერთო. რთული რელიეფის გამო ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, რის გამოც ლოკალიზებას ცოცხალი ძალა ცდილობს. სამუშაოებს ქარი აფერხებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელის, დავით ალადაშვილის ინფორმაციით, ხანძრის მასშტაბები გაიზარდა და დაახლოებით, 10 ჰექტარს აღწევს. მისივე თქმით, ცეცხლი მრავალწლიან ფოთლოვან ხეებზეც გავრცელდა.