ყვარლის მუნიციპალიტეტში, სადაც მესამე დღეა ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს, ვერტმფრენებმა მუშაობა განაახლეს. ცეცხლი სოფელ ახალსოფლიდან დაახლოებით, 5 კილომეტრში, ტყის მასივზეა გავრცელებული. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები სოფელ ზინობიანის ტბიდან წყლის მარაგს იღებენ. ასევე უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ცოცხალი ძალა. პარალელურად მიმდინარეობს ტყეში გზის გაჭრა, რადგან სტიქიის ზონაში უფრო ახლოს მოხდეს სპეციალური ტექნიკის შეყვანა.