ანა კარენინა - მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე რუსი მწერლის, დრამატურგისა და ფილოსოფოსის ლევ ტოლსტოის რომანია, რომელზეც ავტორი 1873-1877 წლებში მუშაობდა. მწერალმა ნაწარმოებში ასახა ლიბერალური რეფორმების გატარების შემდგომ რუსეთის ცხოვრება.
წიგნში მოთხრობილია გათხოვილი და დიდგვაროვანი ქალის, ანა კარენინას ცხოვრება, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს, რათა თავი ბედნიერ ქალად იგრძნოს. ყავს გავლენიანი ქმარი და მოსიყვარულე შვილი, მაღალ საზოგადოებაში ტრიალებს და არც თაყვანისმცემლები აკლებენ ყურადღებას. მაგრამ თავი მაინც უბედური გონია, ვიდრე მის ცხოვრებაში არ გამოჩნდება ბრწყინვალე, კავალერიის ოფიცერი, გრაფი ალექსეი ვრონსკი. ვრონსკის სურს ცოლად შეირთოს ანა თუ ქმარს - კარენინს გაშორდება, თუმცა ანა კარენინა დაუცველია რუსული სოციალური ნორმებისაგან და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მორალური კანონებისგან.