პრემიერ-მინისტრის თქმით უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების დაკმაყოფილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ყველა იმ კომპანიას, რომელიც შეძლებს, დაადასტუროს, რომ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს, ექნება საშუალება, გააგრძელოს ფუნქციონირება.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა მიესალმება მიტანის სერვისების მიწოდების განვითარებას ქვეყანაში. პრემიერის თქმით, დღეს მთავრობა ორ ფრონტზე იბრძვის ერთი არის ჯანდაცვის მიმართულება და მეორე ეკონომიკა.