ძალიან რთული ვითარებაა, მთელი ე.წ. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, მათი სატელიტები, ყველა მობილიზებული და გაერთიანებულია უსამართლოდ, ამაზრზენად ერთი კანდიდატის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი შერჩევით პოლიტიკას აწარმოებს, რაც სამარცხვინოა.“ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე, არის ძალიან რთული ვითარება, მთელი ე.წ ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, მათი სატელიტები, ყველა მობილიზებული და გაერთიანებულია უსამართლოდ, ამაზრზენად ერთი კანდიდატის წინააღმდეგ. არასამთავრობო სექტორმა, უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა „გააპრავეს“ გვარამია, რომ მან უნდა მოახერხოს და განგვდევნოს ჩვენ, ვინც სალომე ზურაბივილს უჭერს მხარს. ეს მას „წარმატებით“ უკეთებია პრაქტიკაში და ამაზე არასამთავრობო სექტორი გამოდის და ის კი არა, რომ პირში წყალს კი არ იგუბებს, „აპრავებს“ მას“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.