ყველა სასულიერო პირის საყურადღებოდ ვამბობთ, რომ ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვახერხებთ სააღდგომო მსახურების შესრულებას, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, აღდგომის ღამეს როგორ მოხდება სადღესასწაულო ლიტურგიის ჩატარება. ჯაღმაიძის თქმით, სასულიერო პირებისადმი რეკომენდაციაა, რომ ამ თემაზე წინასწარი განცხადებები არ გააკეთონ, რათა ამან სხვა გაუგებრობები არ გამოიწვიოს.