გემრიელი კერძის დაგემოვნება სიამოვნებაა. თუმცა მადიანად ჭამას ხშირად ბევრი უსიამოვნებაც ახლავს, რადგან სულ უფრო გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც გარკვეული საკვების მიმართ შეუწყნარებლობა ან ალერგიული რეაქციები ახასიათებთ.
თუ თქვენ რომელიმე კონკრეტული ინგრედიენტისადმი მგრძნობიარე ხართ, სავსებით შესაძლებელია, კვების რაციონის უმნიშვნელო დარღვევის შემთხვევაშიც კი, თავი ცუდად იგრძნოთ. თუ კვებითი ალერგია გაწუხებთ, გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, რომ რესტორანში გემრიელი კერძის მირთმევის შემდეგ სასწრაფო დახმარების გამოძახება დაგჭირდეთ. გარკვეული სახის პროდუქტი შესაძლოა მავნე ნივთიერებას ან რომელიმე ინფექციურ აგენტს შეიცავდეს, რაც თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.
ზოგიერთ ადამიანს გარკვეული სახის პროდუქტის მიღების შემდეგ შაკიკი ან უძილობა ეწყება. მეტიც, არსებობს ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც მედიკამენტებთან რეაქციაში შედიან და მათი მოქმედების ეფექტურობას აქვეითებენ.
გამომცემლობა "პალიტრა ელმა" კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა თავის ერთგულ მკითხველს და მართლაც რომ უნიკალური, პოპულარულ ენაზე დაწერილი საგანგებოდ შემუშავებული და წიგნად გამოცემული სტრატეგიები შესთავაზა, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ. ეს გახლავთ ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისთვის.
მოცემული ანგარიში საშუალებას მოგცემთ დაადგინოთ, რომელი საკვები პროდუქტები იწვევენ თქვენში ყველაზე მეტ დისკომფორტს. უკეთესად გაერკვევით გასტროენტერიტთან, საკვების მიმართ შეუწყნარებლობასა და კვებით ალერგიასთან დაკავშირებულ საკითხებში.
წიგნში გაეცნობით არაერთ სასარგებლო ინფორმაციას, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, ჯანსაღი პროდუქტი შეიძინოთ და კერძები სათანადო წესების დაცვით მოამზადოთ, რითიც თავიდან აირიდებთ კუჭ¬-ნაწლავის ტრაქტის ინფექციებისა და ალერგიული რეაქციების განვითარების საფრთხეს.
პრაქტიკული სახელმძღვანელო ნებისმიერი დიასახლისის სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს. ის კვებისმიერი ფაქტორებით გამოწვეული დაავადებების შესახებ გავრცელებულ არაერთ მცდარ შეხედულებას გაგიქარწყლებთ და ბევრ მითსაც დაგიმსხვრევთ.