სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" დაზარალებული მოვაჭრეების შესვლა გრძელდება. შენობაში ოქრო-ვერცხლით მოვაჭრეების შესვლა რიგრიგობით ხდება. დაზარალებულებს გადარჩენილი საქონელი გამოაქვთ. ადგილზე ისინი ჩანთებით, ნიჩბებით და ფანრებით არიან მისულები.დაზარალებული მოვაჭრეების ერთი ნაწილის განცხადებით, მათი საქონელი თითქმის სრულად განადგურებულია. შენობიდან გამოსული მოვაჭრეები აცხადებენ, რომ "ყველაფერი დამწვარია". მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ "დახლში დარჩენილი საქონელი ადგილზე დახვდათ, თუმცა ხანძრის გამო ერთმანეთშია შემდნარი.ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" 30 იანვარსგვიან ღამით გაჩნდა, რიც შედეგადაც რამდენიმე ასეული მოვაჭრე დაზარალდა.
იხილეთ: ნახეთ შიდა კადრები დამწვარი "ბავშვთა სამყაროდან", რომელიც მოვაჭრეებმა გადაიღეს - "ვიქექებით სიბიძნურეში, საშინელ მდგომარეობაშია" რა მდგომარეობაშია "ოქროს ბირჟის" სეიფები - დაზარალებული მოვაჭრეების პირველი კომენტარები "ვნახეთ, ჩვენი ნივთები" - რა დახვდათ ოქროს ბირჟის საცავებში შესულ მოვაჭრეებს? NO COMMENT: ყველა დრამატული კადრი "ბავშვთა სამყაროს" ხანძრიდან ერთ ვიდეოში