პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდეს.
როგორც არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ექიმის დაპატიმრება, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარება, არის გაუგონარი ბოროტება. მისივე შეფასებით, ექიმის დაპატიმრებით საოკუპაციო რეჟიმი ადამიანურ ღირებულებებს კიდევ ერთხელ გაემიჯნა.