"ქართული ოცნება" ოპონენტებს მოუწოდებს, ნუ ახდენენ ვითარების დრამატიზებას. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის მომხრეთა მხრიდან დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დილიდან დაფიქსირდა, რომ გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები, საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ მედიასაშუალებების ყალბი აკრედიტაციებით და ხელს უშლიდნენ საარჩევნო პროცესს. მდინარაძემ ბრიფინგზე ასეთი მედიასაშუალების წარმომადგენლის საბუთებისთვის გადაღებული ფოტოსურათებიც წარადგინა.