21:41
18 იანვარი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
თავისუფალი თემა
ყველასგან მიტოვებული მხატვარი, ამაღელვებელი სიყვარულის ისტორიით, რომელიც ბაღლინჯოებიან ოთახში ცხოვრობს
29-11-2016

ახლა, სრულიად მარტო, პატარა ნაქირავებ ნესტიან და ბაღლინჯოებით სავსე ოთახში აგრძელებს ცხოვრებას... დაზიანებული სახურავიდან აწვიმს. რკინის საწოლზე, ლეიბის მაგივრობას მუყაოს ქაღალდი უწევს... ბოლო პერიოდში არჩილ ჯაფარიძის მდგომარეობა ავადმყოფობის გამო გაუარესდა. ექიმებმა ტროპიკული წყლულის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადება გაურთულდა, მკურნალობას კი დიდი თანხები სჭირდება, რისი საშუალებაც არ აქვს.

წლებმა მხოლოდ მის გარეგნობაზე და ჯანმრთელობაზე იქონია გავლენა... გული სწყდება, რომ დღეს თითქმის აღარავის ახსოვს. მოძალებულ ემოციებს ამ პატარა ოთახში, ხატვაში იკლავს. ქირაში 70 ლარს იხდის. მისი შემოსავლის წყარო პენსიაა, რომლის ნაწილიც წინასწარ აქვს გამოტანილი და ნახევარი უკავდება. ხშირად არის დღეები, როცა პურიც არ აქვს... საკვები, ნახატების გაყიდვაზეა დამოკიდებული. თუ ვინმე დაუკვეთავს მაშინ ხატავს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები