ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედრო მდინარი ბებიაშვილი აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით საქართველოში ჩამოასვენეს.დაღუპული ქართველი სამხედროს გადმოსვენებასთან დაკავშირებით აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონია ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის თანხლებითა და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული სამგლოვიარო მარშის ფონზე გაიმართა.
ასევე ნახეთ: ემოციური კადრები, როგორ გამოაცილეს ქართველი სამხედროს ცხედარი ავღანეთიდან