კომპანია Henley&Partners-ი 2019 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ძლიერ პასპორტებს ასახელებს.მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში პირველ ადგილს იაპონია და სინგაპური ინაწილებენ. აღნიშნული ქვეყნების პასპორტებით მსოფლიოს 190 ქვეყანაში მოგზაურობა ვიზის გარეშეა შესაძლებელი.რეიტინგის მიხედვით, მე-2 ადგილზე ერთდროულად გერმანია, სამხრეთ კორეა და ფინეთი არიან. ამ სამი ქვეყნის მოქალაქეებს ვიზის გარეშე 188 ქვეყანაში შეუძლიათ შესვლა. რეიტინგში მე-3 ადგილს - დანია, იტალია და ლუქსემბურგი იკავებენ; მათ მოსდევს - საფრანგეთი, ესპანეთი და შვედეთი; ხოლო ძლიერი პასპორტების ხუთეულს ასრულებენ ავსტრია, ნიდერლანდები და პორტუგალია.აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველოს პასპორტი 50-ე ადგილზეა, რომლის მეშვეობითაც ვიზის გარეშე მოგზაურობა მსოფლიოს 114 ქვეყანაშია შესაძლებელი.