მსოფლიოში გარდაცვლილი ადამინებიდან ყოველი მეექვსე კიბოთი იღუპება. ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და 20 წლის შემდეგ თითქმის სამჯერ მეტი იქნება ამ დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა. ავთვისებიანი სიმსივნე ზოგ შემთხვევაში განკურნებადია, თუმცა ზოგ შემთხვევაში პაციენტები ვერ უმკლავდებიან დაავადებას. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ავთვისებიანი სიმსივნის ყოველი მესამე შემთხვევა, ცხოვრების არასწორი წესისა და არასწორი კვების დამსახურებაა. ანუ ზოგ შემთხვევაში კიბოს გარკვრული პრევრენცია არსებობს. რა არის კანცეროგენები და როგორ უნდა დავიცვათ მისგან თავი, რომ ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების პრევენცია მოხდეს. დღევანდელ გადაცემაში მოგიყვებით, ყველაზე კანცეროგენული პროდუქტების შესახებ, რომელთა მიღებაც პირდაპირ კავშირშია კიბოსთან. კანცეროგენი - ქიმიური ნივთიერება, ფიზიკური გამოსხივება ან ონკოგენური ვირუსი, რომლის ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმზე მოქმედებაც ზრდის ავთვისებიანი სიმსივნეს წარმოქმნის ალბათობას. ფაქტორი, რომელსაც შეუძლია ნორმალური ჯანმრთელი უჯრედის, ავთვისებიან უჯრედად გარდაქმნა.