საქართველომ იანვარ-მაისში 612 ათასი ათასი აშშ დოლარის ღირებულების 2 047 ტონა, მარწყვი იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 1 136 ტონით აჭარბებს. 2021 წლის 5 თვეში ქვეყანაში 289.5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 911 ტონა მარწყვის იმპორტი განხორციელდა.
იმპორტის თითქმის სრული მოცულობა თურქეთიდან განხორციელდა. მხოლოდ მცირე ოდენობა შემოვიდა ეგვიპტიდან. აღსანიშნავია, რომ რეექსპორტზე, მხოლოდ 50 ტონამდე მარწყვი გავიდა.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, თუ რა მოცულობის მარწყვი იყიდა საქართველომ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალზე 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი.