კალიფორნიისბერკლის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოიგონეს მხტუნავი მინი რობოტი, რომელსაც მის წინამორბედზე სწრაფად შეუძლია ზედიზედ ახტომა. იდეის ავტორების თქმით, რობოტი, რომელიც შთაგონებული იყო პრიმატიგალაგოს ხტუნაობის უნარით, გამოსადეგი იქნება ურბანული კატასტროფის ზონების სწრაფი სკანირებისთვის. მიუხედევად იმისა, რომ ერთფეხიანი რობოტი სულ რაღაც 26 სანტიმეტრია და 100 გრამს იწონის, მას შეუძლია 1 მეტრ სიმაღლეზე ახტომა საწყისი პოზიციიდან. როგორც ამბობენ, მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სხვა მოწყობილობებისგან განსხვავებით, მას შეუძლია ზედიზედ რამდენიმე ნახტომის განხორციელება ყოველგვარი მომზადების გარეშე. სწორედ ამ თვისების გამო, მას ხშირად პარკურის ოსტატებსაც კი ამსგავსებენ.