იმაში დასარწმუნებლად, რომ ფილა არარადიაციულია, შეგიძლიათ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიმართოთ, სადაც გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ, ბიუროს წარმომადგენელი ფილას სპეციალური ხელსაწყთი შეგიმოწმებთ. ჩვენ დავინტერესდით რამდენად ხშირად მიმართავენ შემოწმების მიზნით ბიუროს და მათი სტატისტიკით, რომელი ქვებია ყველაზე რადიაცული. ყველა რადიაქტიური ნივთიერება მაინც იმით არის საშიში, რომ დაშლის შედეგად გამოყოფს რადონ 222-ს - საცხოვრებელ სახლებში გავრცელებულ ყველაზე საშიშ რადიაქტიურ აირს. რადონი მძიმე აირია, ამიტომ ის ყოველთვის დაბლაა, თუ თქვენ სახლში არსებული ფილები დასაშვებ ნორმაზე მეტ რადიაციულ აირს გამოყოფს, იცოდეთ, პირველ სართულზე ყოველთვის მეტი იქნება რადიაციული გამოსხივება, ვიდრე მომდევნო სართულებზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
სიმსივნე, უშვილობა, დაუდგენელი გამონაყარი - კიდევ, რა შეიძლება დაგმართოთ ლამაზად მოპირკეთებულმა სახლმა და რომელი ნივთია საშიში თქვენთვის?