თუ თავგადასავლები გიტაცებთ და გსურთ რამდენიმე დღე უჩვეულო გარემოში გაატაროთ, მაშინ აუცილებლედ უნდა ეწვიოთ Frying Pan Tower-ს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საშიშ სასტუმროდაა აღიარებული.სასტუმრო ატლანტის ოკეანეში, აშშ-ის სანაპიროდან 50 კილომეტრის მოშორებით ყოფილ საგუშაგოზე მდებაროებს. საგუშაგო 1854 წელს აშენდა და ამერიკულ გემებს გზის გაგნებაში ეხმარებოდა, 1970-იანი წლებიდან კი უფუნქციოდ იყო დარჩენილი და განადგურება ემუქრებოდა.
თუმცა, 2010 წელს ის ამერიკელმა რიჩარდ მილმა შეიძინა. მან საგუშაგოს სასტუმროდ გადაკეთებას 2 წელი მოანდომა და 2012 წელს პირველი სტუმრები მიიღო.Frying Pan Tower-ზე მოხვედრა ვერტმფრენით ან ნავითაა შესაძლებელი.სასტუმრო, რომელიც წყლის ზედაპირიდან 26 მეტრის სიმაღლეზე დგას, მთლიანად ოკეანითაა გარემოცული, რაც სტუმრებში უცნაურ გრძნობას იწვევს.აღსანიშნავია, რომ Frying Pan Tower-ში 2 ღამით დარჩენის ღირებულება 598 აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა, მიუხედავად ამისა სასტუმროში დარჩენის მსურველი უამრავი ადამიანია და ხშირ შემთხვევაში მათ რამდენიმე თვე მოცდა უწევთ.