ელისაბედ II, ყველაზე ხანდაზმული მონარქი – უინძორების დინასტიის შთამომავალი, ბრიტანეთის დედოფალი, მისი უდიდებულესობა ელისაბედ II, რომელსაც 2021 წლის აპრილში შეუსრულდა 95 წელი, არა მხოლოდ მსოფლიოს უხუცესი მონარქი, არამედ სახელმწიფოს ყველაზე სტაჟიანი მმართველია, რომელიც „ნისლიან ალბიონად“ წოდებული ბრიტანეთის გარდა, 15 დამოუკიდებელი ქვეყნის დედოფლადაც ითვლება.