კვების რაციონში სასარგებლო და გემრიელი პროდუქტი - ყველი, აუცილებლად უნდა ჩართოთ. ის მდიდარია ვიტამინებით C, B6, B12, A, D , E და k. ასევე მასში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ისეთი სასარგებლო ვიტამინები როგორიცაა თიამინი, ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერება რიბოფლავინი და ნიაცინი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში ცხიმისა და ნახშირწყლების ნორმალური ცვლისათვის, უჯრედების ფუნქციონირებისათვის. ყველი თქვენს ორგანიზმს კალციუმით მოამარაგებს.