თითოეული სოციალური მუშაკის ანგარიშზე ბევრი გადარჩენილი ოჯახი, გაუმჯობესებულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე და მოწყვლადობის შემცირებაა. არის შემთხვევები, როცა უკიდურესი ზომების მიღება უწევთ, მაგალითად: მშობლებისაგან ბავშვის წამოყვანა და სახლემწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში განთავსება. საზოგადოების ნაწილი, ამგვარ შემთხვევებს სოციალურ მუშაკთა გულგრილ დამოკიდებულებას, ბავშვის მიტოვების პოპულარიზაციასა და კიდევ ბევრ სხვა ნეგატივს მიაწერენ. ისინი ამგვარ გადაწყვეტილებებს მტკივნეულად აღიქვამენ, განიცდიან თითოეული ოჯახის მთლიანობის დარღვევას, მაგრამ პრიორიტეტს ბავშვების გადარჩენას, უსაფრთხო გარემოში გადაყვანას ანიჭებენ... მედალს ორი მხარე აქვს, როცა სოციალურ სამუშაოში, უკიდურეს გაჭირვებაში მოზარდების ყოფნა, არყოფნის საკითხი დგას, მედლის მსგავსად ერთ მხარეს, საბოლოო ჯამში გადარჩენილი პატარა სიცოცხლეა, მეორე მხარეს გაოგნებული მშობელი. გაოგნებული ჯერ გაჭირვებით, დაბალი უნარებით და შემდეგ, მიღებული გადაწყვეტილებით. რა ქნან სოციალურმა მუშაკებმა? როცა საკითხი ყოფნა არყოფნაა, აუცილებლად უნდა დადგნენ „ყოფნის“ მხარეს, გადარჩენილი სიცოცხლის გვერდით. მიიღონ საზოგადოების გაუთვითცნობიერებლობის გამო უხმოდ კრიტიკა, მაგრამ სიცოცხლე უნდა გადარჩეს!