2015 წლის 13 ივნისის ღამეს თბილისში, ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამია-ნის სიცოცხლე იმსხვერპლა. ორი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. კა-ტასტროფამ მნიშვნელოვნად დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა, დაიხოცა ზოოპარ-კის ბინადრების დიდი ნაწილი, დაზარალდა ასობით ადამიანი. სახელმწიფომ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, ამ წლების მანძილზე 90 მლნ ლარი დახარჯა, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ გატარებული ღონისძიებები უსუსურია და სტიქიის პრევენ-ციას ვერ უზრუნველყოფს.