გლობალურ ეპიდემიას, ან პანდემიას უწოდებენ ვითარებას, როდესაც დაავადება არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, ან ქალაქის ფარგლებში ვრცელდება, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს და ამით ადამიანების უმრავლესობა ავადდება.
კლასიკური გაგებით პანდემიაში იგულისხმება დაავადება, რომელიც გადამდებია. როგორც წესი, ინფექციის გადამტანი ვირუსი ან ბაქტერიაა, თუმცა თეორიულად ეს შეიძლება იყოს უმარტივესი ორგანიზმებიც.