ბავშვები, რომლებიც ბევრ დროს ატარებენ მუცელზე, უკეთესად იძინებენ. ეს დაამტკიცა ექვსი თვის ასაკის 22 ბავშვის კვლევამ. მშობლები მათ ხშირად აწვენდნენ მუცელზე, რის შედეგადაც უფრო აქტიურები იყვნენ დღის განმავლობაში და უკეთესად ეძინათ.მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, დღის განმავლობაში არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა ძილის ხარისხზე უარყოფითად აისახება. მუცელზე წოლა საკმაოდ დამღლელია და წარმოადგენს ბავშვის მამოძრავებელი ფუნქციისთვის რთულ ამოცანას. შედეგად ვითარდება მოტორიკა, ბავშვი უფრო სწრაფად აღწევს მნიშვნელოვან ასაკობრივ მაჩვენებლებს. ეს ენების, სოციალური უნარების უკეთ ათვისების საშუალებას იძლევა და ბავშვის ნორმალური წონის შენარჩუნებასაც უწყობს ხელს, რაც მომავალში სიმსუქნის რისკის შემცირების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი.კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს კავშირი დღის განმავლობაში არასაკმარისი ფიზიკურ აქტივობას, ძილის მოცულობის შემცირებასა და ღამით ხშირად კვებას შორის.