მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრგან პატარებს ყურებს დაბადებისთანავე უხვრეტენ, ექიმები ამის გაკეთებას სამ წლამდე არ გვირჩევენ. პირველ ყოვლისა, ადრეულ ასაკში შესაძლოა ზუსტად ვერ განისაზღვროს ადგილი, სად სჯობს ყურის გახვრეტა და შემდგომ მისი შეხორცება და სხვა ადგილის გახვრეტა გახდეს საჭირო. გარდა ამისა, პატარამ შესაძლოა საყურე შემთხვევით რამეს გამოსდოს და ყურის ბიბილო სერიოზულად დაიზიანოს. მართალია ერთი წლის და 5 თვის ასაკში პატარებს ყურის გახვრეტასთან დაკავშირებული ტკივილი ადვილად გადააქვთ და სწრაფადაც ავიწყდებათ, მაგრამ სპეციალისტები მშობლებს 3-წლამდე მოცდას ურჩევენ.აუცილებელია ყურის გახვრეტა გამოცდილ სპეციალისტს ანდოთ. რაც შეეხება ყურის ნიჟარასთან გახვრეტას, ყურის ნიჟარის სისხლმომარაგების თავისებურებიდან გამომდინარე, აგრეთვე აქტიური ნეიროგენული წერტილების არსებობის გამო, ყურის ნიჟარის ნებისმიერ წერტილში გახვრეტა არ შეიძლება. წინათ მიაჩნდათ, რომ რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უკეთესი - მით უფრო ნაკლებად აცნობიერებს, რა ხდება; ტკივილთან დაკავშირებული სტრესი მალე გაივლის, ხოლო საყურეებით მიღებული სიხარული დიდხანს გაჰყვება. ამჟამად ექიმები და ფსიქოლოგები სხვაგვარად ფიქრობენ: უმჯობესია მოვიცადოთ, სანამ ბავშვი თვითონვე არ მოგვთხოვს ამას. თუ თქვენი გოგონა უკვე დაჟინებით გთხოვთ ყურების გახვრეტას, ესე იგი საამისო დროც მოსულა. საჭიროა, პროცედურისთვის სათანადოდ მოემზადოთ.