პომიდვრის სამშობლო სამხრეთი ამერიკაა. მას ჯერ კიდევ აცტეკები მიირთმევდნენ. სწორედ მათ შეარქვეს პომიდორს ტომატილი - "მსხვილი კენკრა" მოგვიანებით ამერიკასა და ევროპაში გავრცელდა მითი ტომატილის შხამიანობის შესახებ, მაგრამ დადგა დღე, როცა ეს მითი დაიმსხვრა. XVII საუკუნის კულინარიულ წიგნებში გამოჩნდა რეცეპტები, რომელთა შემადგენლობაში პომიდორიც შედიოდა. მას შემდეგ პომიდორმა მთელი მსოფლიო დაიპყრო.
პომიდორი შეიცავს ადამიანისთვის აუცილებელ 6 მინერალურ ნივთიერებას:• კალიუმს (K) • მაგნიუმს (მგ) • რკინას (Fე) • თუთიას (ძნ) • კალციუმს (ჩა) • ფოსფორს (P) პომიდორი იოლად ავსებს ბავშვის ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების მარაგს. განსაკუთრებით ბევრია მასში კაროტინი. პომიდვრის ერთი ჭიქა ახალგამოწურული წვენი სავსებით აკმაყოფილებს კაროტინზე სკოლამდელი ასაკის ბავშვის მოთხოვნილებას. გარდა ამისა, ის მდიდარია ასკორბინის მჟავათი (ჩ ვიტამინი), ფოლიუმის მჟავათი (B9 ვიტამინი) და B ჯგუფის სხვა ვიტამინებით. ახალგამოწურული პომიდვრის წვენი უფრო მისაღებია პატარასთვის, რომელსაც ჯერ კიდევ უჭირს დაჭრილი პომიდვრის ღეჭვა. პომიდორი აძლიერებს მადას, ამიტომ, თუ ბავშვი ცუდად ჭამს, კერძში მისი დამატება სცადეთ. პომიდორი შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებას - ლიკოპინს. ეს ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ხელს უშლის ჟანგვით პროცესებს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აძლიერებს იმუნიტეტს. პომიდორი შეიცავს მჟაუნმჟავას, ამიტომ მან, ვისაც დარღვეული აქვს ოქსალატური ცვლა, ზომიერად უნდა მიირთვას. უმჯობესია, ექიმთან შეთანხმებით.