საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ფონიჭალის მონაკვეთთან დაკავშირებით ამ დროისთვის საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, გზის ამ მონაკვეთის მშენებლობა დროებით შეჩერებულია. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს განცახდებითსაპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ავტობანის მშენებლობისთვის ყველა საჭირო სხვა პროცედურა განხორციელდება. როგორც ცნობილია, თბილისი - რუსთავის ავტობანის ფონიჭალის მიმართულებით მშენებლობის შეჩერებამოსახლეობის ნაწილის პროტესტმა გამოიწვია.ისინი დღემდე ამბობენ, რომ არ ეწინააღმდეგებიან სახელმწიფოს აღმშენებლობით პროცესს, მაგრამ სახელმწიფომ არ უნდა შებღალოს მათი უფლებები. ისინი აცხადებენ, რომ არსებულ სახლებში ცხოვრება მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის და ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ან კომპენსაციას ითხოვენ.