კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებული გამომძიებლებს მის უკანონო ჩაწერაში ადანაშაულებს. ბექა შენგელია, აცხადებს რომ მისი აყვანისას სამართალდამცავებთან გასაუბრება ჩვენებად გამოიყენეს, რაც განსასჯელის თქმით მისი უფლებების დარღვევაა. ცნობისთვის დაცვის მხარემ, სასამართლო პროცესზე საქმიდან რამდენიმე მტკიცებულების ამოღება მოითხოვა. მათ შორის საუბარი იყო ერთ-ერთ ჩვენებაზე , რომელიც ბექა შენგელიამ დაკავებიდან რამდენიმე საათში გამოძიებას მისცა.
იხილეთ: კადრები ე.წ. კანიბალიზმის საქმის სასამართლო პროცესიდან - როგორ გამოიყურება და რას ყვება ბრალდებული ბექა შენგელია? დედის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლო პროცესზე - ირმა ყოჩიაშვილმა ბრალი სრულად აღიარა