ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. ინფიორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მკვლელობა გახსნილია - დაკავებულია 3 პირი, ისინი წარსულში ნასამართლევი არიან. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, მათივე ნაცნობი 26 წლის გიორგი შარაშენიძე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიყენებული ჭრილობების შედეგად, დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციამ 2 ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში, ხოლო მესამე ბრალდებული - სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დააკავეს. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან 13 მასრა და 5 ცალი ტყვიის გულის ფრაგმენტი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურაა ჩადენილი.
იხილეთ:
ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავესჯავახიშვილის ქუჩაზე ჩაცხრილული ბიჭის მეგობარი მკვლელობის ახალ დეტალებზე საუბრობს