ბანანი ყველა ბავშვის საყვარელი ხილია და ბევრი მშობელიც ანებივრებს შვილს ამ ნუგბარით. ბანანის გარეცხვა ბევრს ჩვევად არ აქვს. ალბათ იმიტომ, რომ მაინც გაფცქვნილს მივირთმევთ. იგივე შეცდომას ხშირად უშვებენ მშობლებიც - არ რეცხავენ და იმავე ხელით აწვდიან კანგაცლილ ნაყოფს ბავშვს, რომლითაც უსუფთაო კანი გააცალეს. ამ გზით კანზე მოთავსებული მიკრობები ნაყოფზეც ხვდებიან და შესაბამისად, ბაშვის ორგანიზმშიც, რამაც შეიძლება ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. ბანანის კანი უბრალოდ ჭუჭყიანი არ არის. ის ქიმიურად არის დამუშავებული, რაც რისკს კიდევ უფრო ზრდის. ამიტომ ბანანის ნაყოფი ბავშვს ისე უნა მიაწოდეთ, რომ ჭუჭყიანი ხელით რბილობს არ შეეხოთ. იგივე შეიძლება ითქვას ვაშლზე - მართალია, მიკროლემენტების ყველაზე დიდი რაოდენობა ვაშლის კანშია თავმოყრილი, თუმცა ხშირად კანს ცვილით ამუშავებენ, რათა ვაშლმა შენახვის პირობებს უკეთ გაუძლოს. მოყვანისას გამოყენებული შხამ-ქიმიკატების დიდი ნაწილიც სწორედ კანში იყრის თავს, ამიტომ ვაშლი ძირითადად, გათლილი შესთავაზეთ ბავშვს.