„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.02 (მინუს) პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 3.9 პროცენტიანი ზრდა.რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის ივლისში გასული წლის ივლისთან შედარებით 3.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის 3 მაჩვენებელი 1.9 პროცენტით განისაზღვრა.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივლისში წინა თვესთან შედარებით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასების 1.8 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში კი ფასების 0.2 პროცენტით არის მომატებული. ფასები გაიზარდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე, რძეზე, ყველზე, კვერცხზე, თევზეულზე, ასევე ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე. ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ასევე ხილსა და ყურძენზე.