დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები წმინდა სინოდის წევრებთან საპატრიარქოში შეხვედრას მართავენ. აუდიენციამდე მათ არ დაუკონკრეტებიათ კონკრეტულად რა საკითხებზე აპირებენ საუბარს. დეკანოზის ინტერესების დამცველები საპატრიარქოში მატროსოვის ციხიდან მივიდნენ, სადაც ბრალდენულს შეხვდნენ. დღესვე დაცვის მხარე პროკურატურას დაკითხვის შუამდგომლობით მიმართავს.