ყიდვისას, მშობლებს უჭირთ არჩევანის გაკეთება სილიკონისა და ლატექსის სატყუარებს შორის. ბევრმა არ იცის რა სხვაობაა მათშორის და რომელზე უნდა გააკეთონ არჩევანი. ლატექსი - პოლიმერული ხსანრია, რომელიც სქელი სითხის სახით, სხვადასხვა მცენარისგან მიიღება, ის მოყვითალო ფერისაა და აქვს სპეციფიური მოტკბო გემო. სილიკონი სინთეტიკური მასალაა, ის გამჭვირვალეა, ყოველგვარი ფერისა და სუნის გარეშე. უსაფრთხოების თვალსაზრისით ორივე ერთნაირად უსაფრთხოა, თუმცა შესაძლოა ალერგიული მიდრეკილების მქონე ბავშვებს ბუნებრივმა ლატექსლა ალერგია მისცეს და პირის ღრუ გაუღიზიანოს, მაშინ როცა სილიკონის შემთხვევაში მსგავსი რეაქცია თითქმის გამორიცხულია. გარდა ამისა, ლატექსის ზედაპირს მარტივად აზიანებს მზის სხივები და ცხიმი, რის გამოც აღნიშნული მასალის სატყუარა და საწოვარაც ადვილად ძველდება, მასზე ჩნდება ფორები, რომელიც აღარ ირეცხება მარტივად და საფრთხეს წარმოადგენს ბავშვისთვის. სილიკონის ზედაპირის მქონე პროდუქცია კი მდგრადია როგორც მზის სხივების, ასევე ცხიმის მიმართ.