2020 წელს ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა გახდა. საანგარიშო პერიოდში ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ 185 მილიონი დოლარი შეადგინა. ბრუნვის მიხედვით, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში ჩინეთი მესამე ადგილზეა. საანგარიშო პერიოდში ჩინეთში პროდუქციის იმპორტი 17.5%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 113.4%-ით გაიზარდა.
საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში ლიდერობს სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 393 მილიონ 614 ათას 400 დოლარით; მას მოსდევს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, რომლის ექსპორტმაც 38 მილიონ 886 ათას 800 დოლარი შეადგინა, მე-3 ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები - 13 მილიონ 269 ათას 400 დოლარის ექსპორტით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები და დაუმუშავებელი ალუმინი იკავებს.