2020 წელს თურქეთი გახდა უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, სადაც საერთო სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ 597 მილიონი დოლარი შეადგინა. ბრუნვის მიხედვით, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში პირველი ადგილი სწორედ თურქეთმა დაიკავა. საანგარიშო პერიოდში თურქეთში პროდუქციის იმპორტი 13%-ით, ხოლო ექსპორტი 5.8%-ით შემცირდა.
საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში ლიდერობს ტრიკოტაჟის ნაწარმი - 39 მილიონ 685 ათას 300 დოლარით; მას მოსდევს ფეროშენადნობები - 32 მილიონ 758 ათას 200 დოლარის ექსპორტით; მე-3 ადგილზეა - ნაქსოვი, ტრიკოტაჟის მამაკაცის ან ბიჭის კოსტუმები, კომპლექტები, რომლის ექსპორტმაც 17 მილიონ 332 ათას 900 დოლარი შეადგინა. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან და თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები იკავებენ.