საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მათ შორის, განხილულია თუ როგორია ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფები საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში. სემეკ-მა დაახლოებით 35 ქვეყნის გადასახადი შეადარა ერთმანეთს.
ანალიზის მიხედვით, ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფი საქართველოში რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მაღალია. კერძოდ, საქართველოში საფასური კუბურ მეტრზე 55.13 თეთრია (55 მთელი 13 მეასედი), მაშინ როცა მაგალითად, აზერბაიჯანში - 34.08 თეთრი; რუსეთში კი - 26.23 თეთრია.
საქართველოზე ძვირია ელექტროენერგია თურქეთში, სადაც კუბური მეტრის ფასი - 69.05 თეთრია; სომხეთში - 89.81 თეთრი; უკრაინაში კი 92.64 თეთრი ღირს.