07:08
2 დეკემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
რა იწვევს მენინგიტს?
24-03-2017

მენინგიტი არის თავის ტვინის გარსების ანთება, რომლის დროსაც ანთებითი პროცესი ვრცელდება ტვინის რბილ, არაქნოიდულ და მათთან დაკავშირებულ პარკუჭთა სისხლძარღვოვან წნულებზე; ირღვევა თავზურგტვინის სითხის შეწოვა და ცირკულაცია, რაც იწვევს ქალასშიდა ჰიპერტენზიის განვითარებას. პროცესში შესაძლოა ჩაერთოს თავისა და ზურგის ტვინის ნივთიერება, ფესვები, ქალას ნერვები, ტვინის სისხლძარღვები.

მენინგიტს იწვევს სხვადასხვა ბაქტერია, ვირუსი, რიკეტსია, სოკო. იგი შეიძლება იყოს პირველადიც, რომელიც მიმდინარეობს როგორც დამოუკიდებელი დაავადება და მეორეულიც, რომელიც სომატური დაავადების გართულებას წარმოადგენს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები