ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სოიოს პროდუქტებს, ბროკოლსა და ყვავილოვან კომბოსტოს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ძუძუს კიბოს მკურნალობის გვერდითი ეფექტები. ის საშუალებები, რომლებიც ძუძუს კიბოს რეციდივის განვითარებას უშლის ხელს, ხშირად თრგუნავს ესტროგენის გამომუშავებას ან გამოყენებას. როგორც ცნობილია, ამ ჰორმონს შეუძლია სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ზრდის სტიმულირება. შედეგად, პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ ალები, ღამით ოფლიანობა და მენოპაუზის სხვა გამოვლინებები.მკვლევარებმა 365 ქალის მონაცემი გააანალიზეს. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ სოიოს პროდუქტის და კომბოსტოს ხშირი მომხმარებელი ქალბატონები იშვიათად უჩიოდნენ მენოპაუზის სიმპტომებს.-0:20სოიოს პროდუქტების მიღება ქალებს ასევე იცავდა დაღლილობისგან.მეცნიერების აზრით, ამის მიზეზი სოიოს პროდუქტების და კომბოსტოს კომპონენტებია -იზოფლავონები და გლუკოზინოლატები.