სრულფასოვანი ძილისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საკვებ რაციონს, არამედ საკვების მიღების დროსაც. უშუალოდ დაწოლის წინ დანაყრება არასასურველი და ხშირ შემთხვევაში უძილობის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორია. საკვების მიღებისთანავე დაძინება იმიტომ გვიჭირს, რომ აქტიურად ირთვება საჭმლის მონელების პროცესი. ამიტომაც, ვახშამი რაც შეიძლება მსუბუქი უნდა იყოს. დაძინების წინ დანაყრება საზოგადოდ, არ არის რეკომენდებული.გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძილის ხელშემწყობი ჰორმონი სეროტონინი ნახშირწყლებისაგან სინთეზირდება, ამიტომ უძილობით შეწუხებულთა საკვებ რაციონს ხშირად ამდიდრებენ ნახშირწყლების შემცველი პროდუქტებით.