ბორჯომის საკრებულოსა და მერიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. როგორც საკრებულოსთან, ისე მერიასთან ასევე განთავსებულია სატვირთო ავტომანქანები და ავტობუსები, რომლებითაც ბორჯომში პოლიციელები ჩაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციის გარდა, ადგილზე იმყოფება სპეციალური დანიშნულების რაზმებიც.„დილით ადრევე არის მობილიზებული არნახული რაოდენობა სპეცრაზმელების, სამართალდამცველების. გადაღებული გვაქვს არაერთი კადრი. მუნიციპალიტეტის მიმდებარედ რამდენიმე სატვირთო მანქანა იყო. იმედია, ეს სამართალდამცველები არიან ჩვენს დასაცავად და არა ჩვენს დასარბევად“, - განაცხადა ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია „ლეიბორისტების“ წევრმა გიორგი გიუაშვილმა და დასძინა, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს საკრებულოს წევრებისთვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელისშეშლისა და საბოტაჟის მიმართულებით.