სამართალდამცაველებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილი აქვთ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დაკეტილია ინგოროყვას ქუჩა ორივე მხრიდან, ასევე მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნიდან" მისასვლელი გზა. აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია. დაიშვებიან მხოლოდ აქციის მონაწილები და მედიის წარმომადგენლები.