პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატის გენადი მაკარიძის მოსმენა გრძელდება. პროცესს ოპოზიციის ნაწილი არ ესწრება. ლელოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა კი ტრიბუნაზე სარკე დადგა,და კანდიდატს ,ასევე უმრავლესობას მასში ჩახედვისკენ მოუწოდა.