მე დასამალი არაფერი მაქვს - აცხადებს ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი, რომელიც სასამართლო სხდომის ღია რეჟიმში ჩატარებას ითხოვდა. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა დაიხურა. მოსამართლე ბადრი შონიამ ბრალდების მხარის მოთხოვნა და არგუმენტები სხდომის დახურვის შესახებ გაითვალისწინა. ერთ-ერთი არგუმენტი, საქმეში არსებული ის ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები გახდა, რომელშიცსაზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ფიგურირებენ. მოსამართლის განცხადებით, სხდომის ღიაობის შემთხვევაში მათი ვინაობის გამჟღავნება მოხდება, რაც მისი თქმით, მათი თავისუფლების ხელყოფაა. კიდევ ერთ არგუმენტი, რომელიც მოსამართლის მიერ იქნა დასახელებული, საქმის მონაწილეების რელიგიურ მრწამსს ეხებოდა. პროკურატურამ კი სხდომის დახურვის ერთ-ერთ მიზეზად სასულიერო პირებს შორის შესაძლო დაპირისპირება დაასახელა.
იხილეთ: "ჩვენ მემგონი ჩემს პირად ცხოვრებას არ განვიხილავთ" - დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლო სხდომაზე