Ryanair-ი საქართველოდან იტალიისა და საფრანგეთის ქალაქებში იფრენს. ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ფრენები უკვე გამოჩნდა. ქუთაისიდან ფრენებში მითითებულია იტალიის ქალაქი ბოლონია და საფრანგეთის ქალაქი მარსელი, თბილისიდან კი, მილანის ბერგამოს აეროპორტი.
რაც შეეხება საფასურს, თბილისი-მილანის რეისზე ბილეთის მინიმალური ფასი 20 ევრო, მაქსიმალური კი - 84 ევრო იქნება. როგორც Ryanair-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ფრენები 6 ნოემბრიდან დაიწყება. TAV Georgia-ს ინფორმაციით, თბილისიდან მილანის მიმართულებით ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება.
შეგახსენებთ, რომ ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-ს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.