სანზონაში, ღრმაღელის მეტროსთან მდებარე ახალგარემონტებულ 32-ე საჯარო სკოლაში ჟალუზების შეძენა მშობლებს დაევალათ. ამის შესახებ პალიტრანიუსს ერთ-ერთმა მშობელმა შეატყობინა. მისი ინფორმაციით, ჟალუზების შესაძენად თანხის აგროვების საკითხზე ყველა კლასში მშობელთა კრება ჩატარდა. მშობლებს კლასში ბავშვების რაოდენობიდან გამომდინარე 8-დან 12-ტ ლარამდე თანხის შეგროვება დაევალათ. ფაქტს 32-ე სკოლის პედაგოგები უარყოფენ დირექტორმა კი ვითარებაში გარკვევის მიზნით მასწვალებლებთა შეხვედრა დანიშნა.