სოფელ წყავროკაში დაჭრილი 45 წლამდე ასაკის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში დღეს გარდაიცვალა. იგი ქობულეთის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. შემთხვევა 29 ივლისს მოხდა. 45 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით - დანით წყავროკაშიარსებულ ბენზინგასამართ სადგურზე, მაღაზიაში დაჭრეს. ობიექტის მეპატრონის ინფორმაციით, გარდაცვლილსა და ეჭვმიტანილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.