ზოგჯერ პატარა იმდენად ეჩვევა დაბლენდერებულ საკვებს, რომ მასზე უარის თქმა და მყარ, საღეჭ საკვებზე გადასვლა ძალიან უჭირს. საჭმლის პატარ-პატარა ნაწილაკებიც კი რომ ხვდება პირში, გულს ირევს და უარს ამბობს ჭამაზე. ზედმეტად რომ არ მიეჩვიოს ფაფის კონსისტენციის საკვებს, თადარიგი 6 თვიდან დაიჭირეთ - ამ დროს შეიძლება ორცხობილა დააჭერინოთ ხელში ან გამომშრალი პური. თუ ბავშვი 2 წლის ასაკში უარს ამბობს მყარი საკვების ჭამაზე და მხოლოდ ფაფისებურ მასას ჭამს, ყბის არასრული დატვირების გამო კბილების არასწორად ამოდის, ირღვევა კუჭ-ნაწლავის მოქმედება, ასევე ბავშვი ცუდად გამოთქვამს თანხმოვნებს. ეს ასე რომ არ მოხდეს, დროულად მიაჩვიეთ ბავშვი ღეჭვას. შესთავაზეთ ვაშლის ან სტაფილოს ნაჭერი. კატლეტის და გუფთის ნაცვლად კი ნაჭრებად დაჭრილი ხორცი აჭამეთ. არ იდარდოთ თუ თავიდან ცოტა დაეზარება ულუფის ბოლომდე შეჭმა, სამაგიეროდ, მოგვიანებით ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან. აღსანიშნავია,რომ ძალიან ბევრი პედიატრი საერთოდ წინააღმდეგია დაბლენდერებული საკვების.