რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ დასავლური მედია ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, ორი ქვეყნის მაღალჩინოსნის საუბარმა 45 წუთს გასტანა და ის აშშ-ისა და თურქეთის სამომავლო ურთიერობებს ეხებოდა. ლიდერებმა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებიც განიხილეს, ტრამპმა თურქეთის მხრიდან ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობა დადებითად შეაფასა.
პრეზიდენტ ერდოღანისა და დონალდ ტრამპის პირველი სატელეფონო საუბრი გასული წლის 9 ნოემბერს შედგა.