ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, 23-24 დეკემბერს, მინკსში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია "გაზპრომ-ექსპორტთან" და კომპანია "ინტერ-რაოს" ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, კახა კალაძე კომპანია "გაზპრომ-ექსპორტის" წარმომადგენლებს დღეს შეხვდება, „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას კი - 24 დეკემბერს.